აფეთქება ლონდონში

ლონდონის მეტროში აფეთქებისთვის 18 წლის მამაკაცი დააკავეს

BBC

15 სექტემბერს ლონდონის მეტროში მომხდარი აფეთქებისთვის 18 წლის მამაკაცი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს.

ლონდონის პოლიციის წარმომადგენლის ინფორმაციით, დაკავება მნიშვნელოვანი იყო, თუმცა ტერორიზმის საფრთხე კვლავ კრიტიკულია. დაკავებულის შესახებ მეტ ინფორმაციას პოლიცია არ ავრცელებს.

დასავლეთ ლონდოში, პარსონს გრინის სადგურზე მატარებლის ვაგონში აფეთქება გუშინ, 15 სექტემბერს მოხდა. დაღუპულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. დაშავდა რამდენიმე ადამიანი, რომელთაც სხვადასხვა სახის დამწვრობები მიიღეს.

კომენტარები