აზიური ფაროსანა

აზიური ფაროსანას გამო დაზარალებულები აქციებს მართავენ და კომპენსაციას ითხოვენ

რადიო ათინათი

ზუგდიდში აზიური ფაროსანას გამო დაზარალებული მოსახლეობა აქციებს მართავს. ისინი ზარალის ანაზღაურებას და კომპენსაციას ითხოვენ, რადგან თვლიან, რომ ხელისუფლებამ მავნებელთან საბრძოლველად სათანადო ზომები არ მიიღო და ბაღების შეწამვლა ივნისის ბოლოს დაიწყო, რაც დაგვიანებული იყო. ზუგდიდის მცხოვრებლები დღეს სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებული შეხვდნენ, რის შემდეგაც ცენტრალური გამზირის გადაკეტვა სცადეს. როგორც მათ თქვეს, გუბერნატორთან შეხვედით უკმაყოფილოები არიან. 

"უკმაყოფილოები ვართ. კარგია, რომ არ მოგვატყუეს და პირდაპირ გვითხრეს, ბიუჯეტში ფული არ არის და ვერანაირად დაგეხმარებით, მხოლოდ შეწამვლას გავაგრძელებთო. არჩევნების ზუგდიდის არცერთ სოფელში არ ჩატარდება, ავჭედავთ საარჩევნო უბნების კარებს“, - უთხრა რადიო ათინათს აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

მათივე თქმით, თუ ზარალს არ აუნაზღაურებენ, ადგილობრივი თვითმმართველობის აქციებს ჩაშლიან. 

აზიური ფაროსანა, იგივე აზიური ბაღლინჯო, მავნებელია, რის გამოც სამეგრელოსა და გურიაში მრავალ ოჯახს თხილის, სიმინდის და ბოსტნეულის მოსავლი სრულიად გაუნადგურდა. საფრთხე ციტრუსოვან კულტურებსაც ემუქრება. სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უკვე 82 ათას ჰექტარზე მეტი ჰექტარი შეწამლა, თუმცა მხოლოდ ერთხელ, რაც საკმარისი არ არის. მავნებელთან ბრძოლას მოსახლეობა საკუთარი ძალებითც ცდილობდა, თუმცა აზიურ ფაროსანას, რომელიც სწრაფად მრავლდება, ვერ მოერია.  

კომენტარები