პარლამენტი

ინდმეწარმე დეპუტატები

0 კომენტარი
ფოტო: პარლამენტი

საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტში რამდენიმე ინდმეწარმე მუშაობს, რითიც ისინი ქვეყნის კანონმდებლობას არღვევენ.

დღეს საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ დეპუტატების სამეწარმეო საქმიანობაზე ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც პარლამენტის 51 წევრს აქვს ბიზნესთან კავშირი. 16 წევრს არადეკლარირებული ბიზნეს აქტივები აქვს, მათი ნაწილი კი კანონს არღვევს, რადგანაც დღემდე დირექტორის სტატუსი აქვთ. 6 დეპუტატს კი დღემდე ინდმეწარმის სტატუსი აქვს

ინდმეწარმე პარლამენტარები:

  • ზაზა გაბუნია - ქართული ოცნება მწვანეები
  • ემზარ კვიციანი - საქართველოს პატრიოტები
  • იოსებ მაკრახიძე - ქართული ოცნება
  • აზერ სულეიმანოვი - ნაციონალური მოძრაობა
  • გელა მიქაძე - საქართველოს პატრიოტები
  • სამველ მანუკიან - ქართული ოცნება მწვანეები

ინდივიდუალური მეწარმის სტატუსი ასევე წარმოადგენს სამეწარმეო საქმიანობას, ეს კი ნიშნავს რომ ინდმეწარმე დეპუტატები კანონს არღვევენ.

პარლამენტის წევრი ვალდებულია "საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" საქართველოს კანონითმ პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელ საქმიანობას წარმოადგენს სამეწარმეო საქმიანობა ან საჯარო სამსახურში რაიმე თანამდებობის დაკავება.

პარლამენტის წევრის სტატუსთან სამეწარმეო საქმიანობის შეუთავსებლობის მოთხოვნები არ ხელყოფს პარლამენტის წევრის საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ საკუთრების უფლებას. იგი შეიძლება ფლობდეს აქციებს, წილს და სხვა ქონებას. სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებით პარლამენტის წევრს უფლება არა აქვს:

  • უშუალოდ განახორციელოს არაერთჯერადი საქმიანობა მოგების მიზნით მატერიალური ფასეულობებისა და ფინანსური საშუალებების სამართავად
  • უშუალოდ იყოს სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის მუდმივმოქმედი ხელმძღვანელი, განახორციელოს სამეწარმეო სუბიექტის სამეთვალყურეო, საკონტროლო, სარევიზიო ან საკონსულტაციო ორგანოს წევრის უფლებამოსილებანი

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

„შენ იქნები ადამი და ის იქნება ევა“ - ირმა ინაშვილმა კანდიდატი სიმღერით წარადგინა

კომენტარები