კახა კალაძე

ფეხბურთის ვარსკვლავებთან ერთად საქველმოქმედო მატჩში კახა კალაძეც ითამაშებს

29 სექტემბერს დინამო არენაზე საქველმოქმედო მატჩი გაიმართება, რაშიც ფეხბურთის ვარსკვლავები მიიღებენ მონაწილეობას. მათთან ერთად ითამაშებს ქართული ოცნების მერობის კანდიდატი, კახა კალაძეც.

"იურიდიულად იდგა საკითხი, შეიძლებოდა თუ არა მონაწილეობა მიმეღო 29 სექტემბერს დაგეგმილ მატჩში, რადგან ვაწარმოებ საარჩევნო კამპანიას. დადასტურებულად შემიძლია ვთქვა, რომ მივიღებ მონაწილეობას. ფეხბურთი ჩემთვის ყველაფერია, თუ რაიმე წარმატებას მივაღწიე, ეს სწორედ ფეხბურთის დამსახურებაა."- ამბობს კახა კალაძე.

29 სექტემბერს საქართველოს პაოლო მალდინი, ფრანჩესკო ტოტი, რივალდო, კარლეს პუილო და სხვა ცნობილი ფეხბურთელები ეწვევიან. 

კომენტარები