კომუნალური გადასახადები

ჭიაბერაშვილი: გაზის ტარიფი 11-12 თეთრით გაიზარდა, მოსალოდნელია დენის ტარიფის ზრდაც

parliament.ge

ზურაბ ჭიაბერაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რეგიონებში გაზის ტარიფის გაძვირებაზე ისაუბრა და მმართველ გუნდს ის დაპირებებიც შეახსენა, რომლებიც ქართული ოცნების წევრებმა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე გასცეს და რომელთა მთავარი გზავნილიც სწორედ გაზის და ელექტროენერგიის ტარიფების შემცირება იყო. ჭიაბერაშვილმა თქვა, რომ გაზის ტარიფი მთელ საქართველოში საშუალოდ 11-12 გაიზარდა, ამასთან დენის ტარიფის გაძვირებაც მოსალოდნელია. 

„გაზის ტარიფი ძალიან მნიშვნელოვნად გაიზარდა მთელ საქართველოში - საშუალოდ 11-12 თეთრით. მე კონკრეტული რაიონების მაგალითებსაც გეტყვით: საგარეჯოში - 17 თეთრით, გურჯაანში - 13 თეთრით, დუშეთში - 16 თეთრით, ყაზბეგში - 17 თეთრით, გორში - 11 თეთრით, ზესტაფონში - 14 თეთრით, გურიის სამივე რაიონში - 12 თეთრით, აჭარაში - 12 თეთრით და ა.შ. მთელი ქვეყნის მასშტაბით ძალიან ბევრ მოქალაქეს გაუძვირდა გაზის ტარიფი, რასაც შეიძლება ზაფხულის პერიოდში ბევრი ვერც გრძნობდეს, მაგრამ ზამთარში ძალიან მძიმედ დააწვება არაერთ ოჯახს. ამას ვახსენებ „ქართულ ოცნებას“, რომლისთვისაც ერთ-ერთი მთავარი ლოზუნგი და წინასაარჩევნო დაპირება ტარიფების შემცირება იყო“, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა. 

კომენტარები