არჩევნები 2017

პარლამენტი წინასაარჩევნო რეჟიმში გადავიდა - 1 თვე პლენარული სხდომები აღარ ჩატარდება

parliament.ge

პარლამენტი წინასაარჩევნო რეჟიმში გადავიდა - პლენარული სხდომები ერთი თვის განმავლობაში აღარ გაიმართება. პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, საჭიროების შემთხვევაში რიგგარეშე სხდომებს მოიწვევენ.

„რეგლამენტის თანახმად, საარჩევნო რეჟიმში გადავდივართ. როგორც წესი, ერთი თვის განმავლობაში არჩევნებამდე პარლამენტის სხდომები არ იმართება. შესაბამისად, ხუთშაბათს პარლამენტის სხდომა არ ჩატარდება. წინასაარჩევნო რეჟიმში გადავდივართ. საჭიროების შემთხვევაში მოწვეული იქნება მორიგი ან რიგგარეშე საპარლამენტო სხდომები", - თქვა ირაკლი კობახიძემ.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს ჩატარდება.

კომენტარები