გვანცა ყუფარაძის საქმე

სტრასბურგის სასამართლო: გვანცა ყუფარაძის მიმართ კონვენციის მუხლები არ დარღვეულა

reportiori.ge

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გვანცა ყუფარაძის საქმეში დარღვევები ვერ გამოავლინა. გადაწყვეტილება დღეს გამოქვეყნდა. ყუფარაძემ სტრასბურგს ადამიანის უფლებათა კონვენციის შემდეგი მუხლების დარღვევის გამო მიმართავდა: 

მესამე - წამების აკრძალვის მუხლი: ყუფარაძე ამბობბდა, რომ ის ნაცვლად არასრულწლოვათა საპყრობილისა, ზრდასრულთა ციხეში იყო მოთავსებული. ასევე, საკანში ბევრი ხალხი იყო და არ არსებობდა ვენტილაცია.

მეექვსე, სამართლიანი სასამართლოს უფლების მუხლის პირველი და მესამე პუნქტები: სამართლიანი სასამართლო განხილვისა და მოწმეების დაკითხვის უფლება. ყუფარაძე მიუთითებდა, რომ მიმართ წარმოებული სასამართლო დავა უსამართლო იყო, რადგან სააპელაციო სასამართლომ მისი ვერსიის დამამტკიცებელი ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნები არ გაითვალისწინა.

ყუფარაძე მიუთითებდა, რომ მას სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება წაერთვა, ვინაიდან უზენაესმა სასამართლომ მისი საქმის განხილვაზე უარი თქვა. 

თუმცა, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ გვანცა ყუფარაძის სარჩელში მოყვანილი არგუმენტები დაუსაბუთებლად მიიჩნია და ერთხმად დაადგინა, რომ მის მიმართ არც არაადამიანური მოპყრობის და არც სამართლიანი სასამართლოს უფლება არ დარღვეულა. 

14 წლის გვანცა ყუფარაძეს 2007 წელს ბრალი კლასელის განზრახ მკვლელობის მცდელობაში დასდეს. მას სასამართლომ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და 5-წლიანი პირობითი მსჯავრი მიუსაჯა. გადაწყვეტილება ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე თამარ ალანიამაც, 2008 წელს კი უზენაესმა სასამართლომ საქმე წარმოებაში არ მიიღო. 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის სარჩელი "გვანცა ყუფარაძე საქართველოს წინააღმდეგ" 2009 წლის მარტში შევიდა.

კომენტარები