არჩევნები 2017

უაქციზო სიგარეტის გადატანისთვის, პატრიოტთა ალიანსის საკრებულოს დეპუტატი დააკავეს

Reuters

უაქციზო სიგარეტის გადატანის ბრალდებით პატრიოტთა ალიანსის ფოთის საკრებულოს წევრი მალხაზ ბუკია დააკავეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ინფორმაციას ადასტურებს და აღნიშნავს, რომ დამატებით დეტალებს მოგვიანებით გაავრცელებს.

მალხაზ ბუკია ადგილობრივ არჩევნებში მონაწილებს და კენჭს მალთაყვის ოლქის მაჟორიტარად იყრის. გარდა ამისა, პატრიოტთა ალიანსის ფოთის საკრებულოს სიის მეოთხე ნომერია. მისი შტაბის წევრების თქმით, დაკავება სწორედ არჩევნებს უკავშირდება. 

კომენტარები