ბუნდესტაგის არჩევნები

გერმანიაში ბუნდესტაგის არჩევნებია - ეგზიტპოლის შედეგები მალე გახდება ცნობილი

bundesfinanzministerium.de

გერმანიაში დღეს ბუნდესტაგის არჩევნები იმართება. გერმანიის მოქალაქეები საკანონმდებლო ორგანოს ახალ შემადგენლობას აირჩევს, რითიც ცნობილი გახდება, შეინარჩუნებს თუ არა ანგელა მერკელი ქვეყნის კანცლერის პოსტს მეოთხე ვადით. 

ეგზიტპოლების მონაცემები სულ ცოტა ხანში გახდება ცნობილი. ამ დროისთვის საარჩევნო უბნები ქვეყნის მასშტაბით დაიხურა. 

გერმანიის არჩევნების პროცესს წელს პირველად აკვირდება ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია, რომლის სადამკვირვებლო მისიას ევროპული საქართველოს წევრი გიგი წერეთელი ხელმძღვანელობს. 

კომენტარები