თბილისის საკრებულო

ელენე ხოშტარია თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ სხდომიდან მანდატურებს გააყვანინა

ტაბულა

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ ევროპული საქართველოს თბილისის მერობის კანდიდატი ელენე ხოშტარია სხდომიდან მანდატურებს გააყვანინა.

"მე იძულებული ვარ, ქალბატონი ელენეს გაყვანა მანდატურებს ვთხოვო" - თქვა საკრებულოს თავმჯდომარე, რის შემდეგაც, ევროპული საქართველოს თბილისის მერობის კანდიდატი გიორგი ალიბეგაშვილის მაგიდასთან მივიდა და უთხრა, რომ სხდომას ვერ ჩაატარებდნენ.

რამდენიმეწუთიანი კამათის შემდეგ, ელენე ხოშტარია მანდატურებმა გაიყვანეს.

მის გარდა, ძალის გამოყენებით გაიყვანეს პარტიზანი მებაღე ნატა ფერაძეც. იქამდე კი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თბილისის მერობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი.

ოპოზიციის პროტესტი პუშკინის სკვერის მიმდებარედ 1 900 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთის სტატუსის ცვლილებას უკავშირდება. ტერიტორიისთვის სტატუსის ცვლილებას ბიძინა ივანიშვილის კომპანია "ოლდ სიტი დეველოპმენტი" ითხოვს. კომპანია საკრებულოსგან ამ ნაკვეთის სიმბოლურ ფასად, 1 ლარად შესყიდვას გეგმავს. ნაკვეთზე "პანორამა თბილისის" ობიექტის განთავსებაა დაგეგმილი. ივანიშვილის კიდევ ერთი კომპანია "თაბორი რეზორტსი" ბოტანიკური ბაღის კუთვნილი 1 ჰექტარის გადაცემასაც ითხოვს.

კომენტარები