მსოფლიოს ვარსკვლავები საქართველოსთვის

საქველმოქმედო მატჩი დასრულდა - XI - 6:5 GFF XI, ბორჯომის ტყისთვის 403 214 ₾ შეგროვდა

საზოგადოებრივი მაუწყებელი

საქველმოქმედო მატჩზე "მსოფლიოს ვარსკვლავები საქართველოსთვის, XI-მ GFF XI-ს ანგარიშით 6:5 დაამარცხა. 

მატჩის ბილეთების გაყიდვიდან შეგროვებული თანხა, რომელიც ბორჯომის ტყის აღდგენას მოხმარდება, 403 214 ლარია. 

გუნდების შემადგენლობა შემდეგნაირი იყო

გუნდი GFF XI:

მეკარეები: კრისტიან აბიატი, სებასტიანო როსი 

მცველები: ივან კორდობა, კაფუ, ჯუზეპე ფავალი, ალესანდრო კოსტაკურტა, კახა კალაძე, ზურაბ ხიზანიშვილი,ალექსანდრე ამისულაშვილი, კახაბერ ცხადაძე

ნახევარმცველები: ზვონიმირ ბობანი, ალექსანდრე იაშვილი, გიორგი ქინქლაძე, ლევან კობიაშვილი, გოჩა ჯამარული, გიორგი დემეტრაძე, ლევან ცქიტიშვილი 

თავდამსხმელები: ანდრეი შევჩენკო, ერნან კრესპო, კევინ კურანი, მიხეილ ყაველაშვილი

გუნდი მსოფლიოს XI

მეკარეები: სებასტიან ფრეი, დიდა
 
მცველები: პაოლო მალდინი, მაურო ტასოტი, მასიმო ოდო, ვინსენ კანდელა, დარიოშიმიჩი, პიეტრო ვიერხოვოდი. ენრიკო ანონი, მიჩელ სალგადო

ნახევარმცველები: ხავიერ ძანეტo, იბრაჰიმ ბა, მასიმო ამბროზინი, დინო ბაჯო, ლუიჯი დი ბიაჯო, მარეკ იანკულოვსკი, ანჯელო დი ლივიო, ბენიტო კარბონე 

თავდამსხმელები: რივალდო, ლუკა ტონი, ფრანჩესკო ტოტი, მარკო დელვეკიო 

გუნდებს ოტო რეჰაგელი და ალექსანდრე ჩივაძე უხელმძღვანელებენ. 

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებული მატჩი, სახელწოდებით მსოფლიო ვარსკვლავები საქართველოსთვის დინამო არენაზე სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა. თამაში საქველმოქმედოა და ბორჯომის ხანძრის შედეგად დაზარალებული ტერიტორიის აღდგენას ემსახურება.

ფეხბურთელები არჩევნებამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე ჩამოვიდნენ, მათი უმრავლესობა ქართული ოცნების მერობის კანდიდატის კახა კალაძის ყოფილი თანაგუნდელია. 

კომენტარები