მედიცინა

ფიზიოლოგიის ან მედიცინის დარგში ნობელის პრემია ამერიკელმა მეცნიერებმა აიღეს

Guardian

ჯეფრი სი ჰოლმსი, მაიკლ როსბაში და მაიკლ ვი იანგი ფიზიოლოგიის ან მედიცინის დარგში 2017 წლის ნობელის პრემიის მფლობელები გახდნენ. შესაბამისად, საპრიზო ფონდი 825 000 ფუნტი სტერლინგი სამ მეცნიერზე გაიყოფა.

ამერიკელ მეცნიერთა ტრიოს ჯილდო ცირკადიანული რიტმის მარეგულირებელი მოლეკულური მექანიზმების აღმოჩენისთვის გადაეცათ. ცირკადიანული რიტმი ჩვენი ბიოლოგიური საათია. აწ უკვე ნობელიანტმა მეცნიერებმა კი გამოიკვლიეს, რამდენად ძლიერია მცენარეთა, ცხოველთა და ადამიანთა ადაპტაციის უნარი თავიანთი ბიოლოგიურ საათის მიმართ და არის თუ არა ის თანხვედრაში დედამიწის ევოლუციურ და რევოლუციურ პროცესებთან.

ნობელის პრემია ფიზიოლოგიის ან მედიცინის დარგში 1901 წლის შემდეგ გაიცემა. ამ პერიოდის განმავლობაში სულ 211 ჯილდო გაიცა. ნობელის პრემიის 2017 წლის მფლობელების ვინაობა ფიზიკის, ქიმიის, ლიტერატურის, ეკონომიკისა და მშვიდობის დარგში კი, ოქტომბრის ბოლომდე გახდება ცნობილი.

კომენტარები