ენმ-ის აქცია

მერია: სიცრუეა, თითქოს ლევან ხაბეიშვილს აქციაზე ფიზიკურად გაუსწორდნენ

0 კომენტარი

თბილისის მერიის განცხადებით, სიცრუეა ენმ-ის ლიდერის ნიკა მელიას გავრცელებული ინფორმაცია, რომ პარტიის წევრ ლევან ხაბეიშვილს აქციაზე, დაკავებისას სცემეს.

"ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ნიკანორ მელიას მიერ გაჟღერებული ბრალდება სრული სიცრუეა. თვალსაჩინოებისთვის და საზოგადოების ინფორმირების მიზნით, ვაქვეყნებთ თბილისის მერიის პირველ სართულზე გადაღებულ სრულ ვიდეოჩანაწერს. მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს, ნუ შეიყვანენ საზოგადოებას შეცდომაში წინასაარჩევნოდ პოლიტიკური ქულების დაწერის მიზნით და თავი შეიკავონ მიზანმიმართული ბრალდებებისგან, რაც მხოლოდ და მხოლოდ თბილისის მერიის საქმიანობის დისკრედიტაციისკენ არის მიმართული" - აცხადებს დედაქალაქის მთავრობა.

გუშინ, თბილისის მერიის წინ გამართულ აქციაზე ენმ-ის წევრებმა და მხარდამჭერებმა კორდონის გარღვევა სცადეს. მერიაში შესვლის გადაწყვეტილება პარტიამ მას შემდეგ მიიღო, რაც დედაქალაქის მთავრობამ მათ მოთხოვნებსა და შეკითხვებს არ უპასუხა. პოლიციამ აქციაზე წვრილმანი ხულიგნობის და დაუმორჩილებლობის მუხლებით 6 ადამიანი დააკავა.

ნაციონალური მოძრაობის წევრები თბლისის საკრებულოს 29 სექტემბრის გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ, რომლის მიხედვითაც, თავისუფლების მოედანზე, პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც პანორამა თბილისის პროექტის ნაწილია, მიწისქვეშა პარკინგის მოსაწყობად 1946 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს ფუნქციური ზონის სტატუსი შეუცვალეს, რათა მშენებლობის ნებართვის გაცემა კანონიერი იყოს. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მინისტრების პასუხი ევროპულ საქართველოს

კომენტარები