ტერაქტი

საფრანგეთში პარკ დე ფრანსის სტადიონთან ბომბი აღმოაჩინეს

getty

საფრანგეთში პარკ დე ფრანსის სტადიონთან ბომბი აღმოაჩინეს. საფრანგეთის პოლიციის თქმით, გაზის ბალონისგან დამზადებული ასაფეთქებელი მოწყობილობა საფეხბურთო მატჩის დაწყების წინ, ერთი საათით ადრე იპოვეს.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ექსპერტებმა ბომბი ადგილზევე გააუვნებელყვეს. მისივე თქმით, საქმესთან დაკავშირებით დაკავებულია 5 ეჭვმიტანილი, მათ შორის, ერთი-ერთი რადიკალი ისლამისტი.

შემთხვევა შაბათს მოხდა, თუმცა ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც სამართალდამცველებმა, პარიზის უბნებში, მასშტაბური რეიდები ჩაატარეს.  

თავდასხმა პარის სენ ჟერმენისა და ბორდოს მატჩის დროს იგეგმებოდა.

კომენტარები