სტრასბურგის სასამართლო

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა რეკომენდაცია ლადო ჭანტურიას გაუწია

ლადო ჭანტურია
საგარეო საქმეთა სამინისტრო

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა საქართველოდან წარდგენილი კანდიდატებიდან რეკომენდაცია სტრასბურგის მოსამართლეობისათვის ლადო ჭანტურიას გაუწია.

ლადო ჭანტურია 2014 წლის 19 თებერვლიდან საქართველოს ელჩია გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში.

კომიტეტის გადაწყვეტილებას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გამოეხმაურა:

"მიუხედავად ბევრი კრიტიკისა და  სტრასბურგში საქართველოდან გაგზავნილი  არაერთი კრიტიკული  მოსაზრებისა, ფაქტი ფაქტად რჩება, რომ  ქვეყნის შიგნით ჩატარებული პროცედურისადმი არ დასმულა არასდროს შეკითხვები. ფაქტია ის, რომ  სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოში უნიკალურ მოდელი შეიქმნა შიდა ეროვნული საკონკურსე კომისიის, რომელშიც მონაწილეობს არასამთავრობო სექტორი, ადვოკატები, მონაწილეობს ომბუდსმენი,რაც სხვა წევრ სახელმწიფოებში არ ხდება. ამიტომაც, პროცედურა ამჯერადაც იყო შესაბამისი კონვენციის მოთხოვნებთან, ასე ჩათვალა კომიტეტმა და ასევე, ფაქტია, რომ კომიტეტმა მოიწონა ქვეყნიდან გაგზავნილი  სამპირიანი სია."

წულუკიანის თქმით ამით მეორე ეტაპი დასრულდა და მომდევნო კვირებში მესამე ეტაპი დაიწყება, რომელშიც საპარლამენტთაშორისო ასამბლეამ სამპირიან სიას უნდა უყაროს კენჭი და მათ შორის საუკეთესო კანდიდატი შეარჩიოს. იუსტიციის მინისტრის თქმით მას იმედი აქვს, რომ ასამბლეა კომიტეტის რეკომენდაციას გაითვალისწინებს.

კომენტარები