კინემატოგრაფია

10 წლის შემდეგ Rush Hour-ის მეოთხე ნაწილს გადაიღებენ

Yesmovies.com

მსახიობმა ჩეკი ჩანმა დაადასტურა რომ 10 წლის შემდეგ ფილმ პიკის საათის მეოთხე ნაწილს გადაიღებენ.

"ბოლო 7 წლის განმავლობაში სცენარს წერდნენ და ვიწუნებდით. ეს პროცესი მუდმივად გრძელდებოდა, გუშინ კი საბოლოოდ შევთანხმდით. სცენარი სავარაუდოდ შემდეგ თვეში დასრულდება, გადაღებებს კი ალბათ მომავალ წელს დავიწყებთ."- თქვა მსახიობმა.

ჯეკი ჩანმა მეოთხე ნაწილის გადაღებების გაჭიანურებაზეც ისაუბრა.

"ფული არ არის პრობლემა. საქმე დროშია, ჩვენ არ ვართ ახალგაზრდები. მე ვუთხარი კრის ტაკერს, სანამ დავბერდებით უნდა გადავიღოთ მეოთხე პიკის საათი"- თქვა მსახიობმა.

ფილმის გამოსვლის თარიღი ჯერ-ჯერობით უცნობია.

კომენტარები