არჩევნები 2017

ოცნებამ სექტემბერში 4 მილიონის შემოწირულობა მიიღო - ეს მთლიანი შემოწირულობების 88%-ია

Kakha Kaladze/Fb.com

სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს მმართველი პარტია ქართული ოცნება არჩევნების წინ 4 მილიონი ლარით გამდიდრდა. ოცნებაზე ყველა პოლიტიკური პარტიის შემოწირულობების 88%-ზე მეტი მოდის. შემოწირულობებით მეორე ადგილზე ევროპული საქართველოა, პარტიას მხარდამჭერებმა 335 ათასი ლარი გადაურიცხეს.

შემოწირულებების სრული მაჩვენებლები სექტემბრის მდგომარეობით ასე გამოიყურება:

  1. ქართული ოცნება - 4 033 485 ლარი
  2. ევროპული საქართველო - 335 964 ლარი
  3. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 36 136 ლარი
  4. პატრიოტთა ალიანსი - 29 882 ლარი
  5. ახალი საქართველო - 29 300 ლარი
  6. ეროვნული ფორუმი - 23 270 ლარი
  7. დემოკრატიული მოძრაობა - 17 098 ლარი
  8. გულო ზუმბაძე - 15 500 ლარი
  9. ალეკო ელისაშვილი - 15 146 ლარი
  10. გირჩი - 7 400 ლარი

სხვა თვეების მსგავსად ახლაც მმართველი პარტიის შემომწირველებს შორის არიან კომპანიები, რომლებიც წლებია სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობენ, მაგალითად კომპანია "თეგეტა მოტორსი", რომელმაც ოცნებას 120 000 ლარი გადაურიცხა. ოცნებას 160 000 ლარი გადაურიცხა ოცნების დეპუტატმა პაატა კვიჟინიაძემ, აქედან 100 000 ლარი კვიჟინაძის კომპანია GEORGIAN TRAVEL GROUP-მა გადარიცხა, 60 000 ლარი კი კვიჟინაძემ პარტიას მისი სახელით შეწირა.

 

კომენტარები