9 ოქტომბერს, საბურთალოს რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება შეუწყდება

დღეს, 9 ოქტომბერს, საბურთალოს რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება შეუწყდება. თელასის ცნობით, მიზეზი "სხვადასხვა სამუშაოებია". 

საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში ქსელის გაუმჯობესების მიზნით, 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, მიცკევიჩის, ცაგარელის და ბურძგლას ქუჩების მაცხოვრებლებს.

გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო, 12 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პოლიტკოვსკაიას და მინდელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები