რასიზმი

Dove რასისტული რეკლამის გამო ბოდიშს იხდის

BBC

თავის მოვლის საშუალებების მწარმოებელმა კომპანია Dove-მა ტანის ლოსიონის რეკლამის გამო ბოდიში მოიხადა. რეკლამაში ფერადკანიანი ქალი ტანსაცმელს იხდის, ტანსაცმლის ქვეშ კი თეთრკანიანი ქალია. რეკლამას სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა და მას რასისტული უწოდეს, რის შემდეგაც კომპანიამ რეკლამა აიღო და ბოდიში მოიხადა.

"სურათი, რომელიც ცოტა ხნის წინ განვათავსეთ Facebook-ზე ცდება ჩვენს მიზანს ღრმააზროვნად წარმოაჩინოს ფერადკანიანი ქალბატონები. ჩვენ ძალინ ვწუხვართ გამოწვეული შეურაცხყოფის გამო."

 

კომენტარები