ამერიკა-რუსეთის ურთიერთობა

Google-ს ცნობით, რუსეთი YouTube-სა და Gmail-ზე სარეკლამო სივრცეს ყიდულობდა

0 კომენტარი
ფოტო: Getty Images

კომპანია Google-ის გამოძიების შედეგების მიხედვით, რუსეთმა YouTube-ის, Gmail-ის, Google-ის ძებნის ველის და სხვა პლატფორმების სარეკლამო სივრცის შესაძენად ათიათასობით ამერიკული დოლარი დახარჯა. ამ გზით რუსეთი 2016 წლის ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევასა და დეზინფორმაციის გავრცელებას ცდილობდა.

კრემლთან დაკავშირებულმა კომპანიამ 2016 წელს Facebook-ის სარეკლამო სივრცეც შეიძინა. სანკტ-პეტერბურგში არსებულმა ე.წ. ინტერნეტ კვლევის სააგენტომ Facebook-ის და Twitter-ის სარეკლამო სივრცეც ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოსახდენად გამოიყენა.

როიტერსის ცნობით, Google-ის რეკლამებზე დახარჯული 100 000-მდე ამერიკული დოლარი, ამჯერად, რუს მსახიობებთანაა დაკავშირებული. ამერიკული კომპანია გამოძიებას აგრძელებს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"სიყვარულის ფეიერვერკი, ცივილიზაციის უდიდესი მიღწევა" - ივანიშვილის აზრები ქართულ სუფრაზე

კომენტარები