სექსუალური შევიწროება

მსახიობები ჰარვი ვაინშტაინის წინააღმდეგ, მას სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ

BBC.com

პროდიუსერ ჰარვი ვაინშტაინს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ. 

5 ოქტომბერს The New York Times-მა სტატია გამოაქვეყნა, სადაც იმ მსახიობების წერილები იყო თავმოყრილი, რომლებიც ცნობილ პროდიუსერს სექსუალურ შევიწროებაში სდებდნენ ბრალს. მათ შორის იყო ეშლი ჯუდიც. მსახიობის თქმით ვაინშტაინმა მას კონტრაქტზე საუბარი სააბაზანოში შესთავაზა. მსგავსი ბრალდებები აქვთ სხვა მსახიობებსაც, მათი თქმით პროდიუსერი კარიერული წინსვლის სანაცვლოდ ქალებს სექსუალურ კავშირს სთავაზობდა.

სტატიის გამოქვეყნების შემდეგ ჰარვი ვაინშტაინი საკუთარი კომპანიიდან "The Weinstein's company"-დან გამოაგდეს.

ბრალდებებს ვაინშტაინის მიმართ ჰოლივუდის ცნობილი მსახიობები გამოეხმაურნენ. ქეით უინსლეტმა, რომელიც ვაინშტაინთან ერთად ფილმ The reader-ზე მუშაობდა, განაცხადა რომ ამის მოსმენა მისთვის შოკისმომგვრელია.

"ფაქტი, რომ ქალებმა საუბარი დაიწყეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და დაფასებული პროდიუსერის მიერ ცუდად მოპყრობაზე გმირული საქციელია, ამავდროულად ამ ამბის გაგება შოკისმომგვერელია. როგორც ჰარვი ვაინშტაინი ექცეოდა ამ ნიჭიერ და ახალგაზრდა ქალებს, არ არის გზა როგორც ქალებს უნდა მოექცე."- თქვა მსახიობმა.

ვაინშტაინის გარშემო შექმნილ სკანდალს გამოეხმაურა მსახიობი ჯესიკა ჩესტეინიც.

"მე დასაწყისშივე გამაფრთხილეს. მის შესახებ ისტორიები ყველგან ისმოდა. ამის უარყოფა არ შეიძლება, რადგან ეს შექმნის გარემოს რომ მსგავსი ამბები კვლავ განმეორდეს."- თქვა ჩესტეინმა.

ამის შესახებ ისაუბრა მერილ სტრიპმაც Huffpost-თვის მიცემულ ინტერვიუში. მას ვაინშტაინთან ერთად ფილმებზე The iron lady და August:Osage Country უმუშავია. მსახიობის თქმით, ამის შესახებ ყველამ არ იცოდა.

"ის შეუპოვარი ქალები, რომლებმაც ხმა ამოიღეს შევიწროების წინააღმდეგ, გმირები არიან."- თქვა მერილ სტრიპმა.

ჰარვი ვაინშტაინის კომპანიას ბევრ ცნობილ ფილმზე უმუშავია. მათ შორის არის Silver Linings Playbook, Django Unchained, The Iron Lady, August:Osage country, The artist და ა.შ

კომენტარები