სექსუალური შევიწროება

აუდიოჩანაწერი, როგორ აიძულებდა ვაინშტაინი მსახიობ ქალს სააბაზანოში შეჰყოლოდა

BBC.com

პირველად ჰარვი ვაინშტაინი მსახიობმა ეშლი ჯუდმა ამხილა, როდესაც New York Times-ის სტატიაში მათი შეხვედრის შესახებ მოყვა. მსახიობის თქმით, ვაინშტაინმა ის კონტრაქტზე სასაუბროდ სასტუმროს ოთახში დაიბარა, შემდეგ კი მასთან ერთად შხაპის მიღება შესთავაზა.

ჟურნალში გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ, მრავალმა მსახიობმა გაიხსენა ვაინშტაინის მიერ სექსუალური შევიწროების მცდელობა, მათ შორის არიან ჰოლივუდის ვარსკვლავები ანჯელინა ჯოლი და გვინეტ პელტროუც. სამმა ქალმა ვაინშტაინი გაუპატიურებაშიც დაადანაშაულა. ერთ-ერთი ქალის თქმით, ჰარვი ვაინშტაინს მასთან ძალით ჰქონდა ორალური და ვაგინალური სექსი. გარდა ამისა, ოთხი ქალი ვაინშტაინს ძალით შეხებაში ადანაშაულებს.

გუშინ ჟურნალმა New Yorker-მა 2015 წლის ჩანაწერი გამოაქვეყნა, სადაც ვაინშტაინი იტალიელ მსახიობს ამბრა გუტიერესს აბაზანაში შეყოლას სთხოვს. ჩანაწერის გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათის შემდეგ, ვაინშტაინს ცოლი, ჯორჯინა ჩეპმენი დაშორდა.

- გეუბნები, ახლავე შემოდი აქ.

- რა უნდა ვაკეთოთ მანდ?

- არაფერი! მე შხაპს მივიღებ, შენ კი დაჯდები და რამეს დალევ.

- არ ვსვამ.

- ერთ ჭიქა წყალს დალევ.

- არ შეიძლება, ბარში დავრჩე?

- არა. შენ აქ უნდა შემოხვიდე, ახლავე.

- არა.

- მე არაფერს გაგიკეთებ, გპირდები.

- ვიცი, მაგრამ არ მინდა. მაპატიე, არ შემიძლია.

- შენ ახლა მარცხვენ. შემოდი ახლავე

- გუშინ ჩემ მიმართ აგრესიული იყავი, არ მინდა, რომ შემეხო.

- არაფერს ვიზამ, ვფიცავ. უბრალოდ შემოდი და დაჯექი ჩემთან. არ შემარცხვინო სასტუმროში, მე სულ აქ ვარ.

- ვიცი, მაგრამ არ მინდა.

- დაჯექი აქ, გთხოვ.

- არ შემიძლია.

- წადი სააბაზანოში.

- გთხოვ, არ მინდა არაფრის გაკეთება.

- მოდი აქ, მომისმინე.

- მე ქვევით მინდა ჩასვლა.

- არაფრის გაკეთებას არ ვაპირებ, თუ სასტუმროში შემარცხვენ, ამის შემდეგ ვეღარ მნახავ. კარგი?

- არ გარცხვენ, უბრალოდ არ მინდა, არ ვგრძნობ თავს კომფორტულად.

- ძვირფასო, დერეფანში ნუ მეჩხუბები. შვილებს ვფიცავარ, არაფერ დაგიშავებ, გთხოვ, შემოდი. მე ცნობილი კაცი ვარ.

- თავს ძალიან არაკომფორტულად ვგრძნობ.

- ერთი წუთით შემოდი, როდესაც ჩემს ჟაკეტს მოიტანენ, შეგიძლია წახვიდე.

- რატომ შემეხე გუშინ მკერდზე?

- გთხოვ შემოდი. მე ამას შეჩვეული ვარ, შემოდი.

- შენ ამას შეჩვეული ხარ?

- დიახ, შემოდი.

- კი, მაგრამ მე არ ვარ ამას შეჩვეული.

- ამას აღარ გავაკეთებ, შემოდი და დაჯექი ერთი წუთით, შეიძლება?

- არა, არ მინდა.

- თუ შენ ახლა ამას არ გააკეთებ, ვეღარასდროს მნახავ. ახლა წადი, არასდროს აღარ  დამირეკო. მე შენ დაგპირდი, რომ არაფერს დაგიშავებდი.

- ვიცი, მაგრამ გუშინ ზედმეტი იყო.

- ასისტენტი მოდის. მე არაფერს აღარ გაგიკეთებ. ხუთი წუთის გამო ნუ დაანგრევ მეგობრობას ჩემთან.

- ეს მეტისმეტია ჩემთვის, არ შემიძლია.

- შენ ახლა დიდ სცენას დგამ.

- მე წასვლა მინდა.

- კარგი, ნახვამდის.

კომენტარები