სოხუმის დაცემა

აფხაზეთიდან გადმოსვენებულ 25 ნეშტს შორის მამია ალასანია და გურამ გაბესკირიაც არიან

0 კომენტარი

სოხუმის დაცემის დღეს დაღუპული 25 ადამიანის ნეშტი იდენტიფიცირებული და გადმოსვენებულია.

მათ შორის, ამოცნობილია საქართველოს უშიშროების პოლკოვნიკის მამია ალასანიას, სოხუმის მერის გურამ გაბესკირიას, აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს წევრების არშაველ შენგელიას, ვახტანგ გეგელაშვილისა და მათი თანამებრძოლების ნეშტები.

"ზოგადად, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების და გადმოსვენების პროცესი ძალიან კარგი ტემპით და ძალიან პოზიტიურად მიდის. განსაკუთრებულიც მადლობა მინდა ვუთხრა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს დახმარებისთვის და ასევე განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა აფხაზურ მხარეს, რომლებიც მართლა ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ პროცესი წავიდეს ძალიან პოზიტიურად და დინამიურად. მთლიანად წინა წლების განმავლობაში მოხდა 101 პირის გადმოსვენება, იდენტიფიცირება და გადაცემულია მათი ნეშტები ოჯახებს და მხოლოდ წელს, მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში 28 სამარხი იქნა გახსნილი და 91 ნეშტი იქნა მოძიებული, მათ შორის 25 უკვე იდენტიფიცირებულია. ამ 25-დან ყველანი არიან ბუნებრივია გმირები, მაგრამ მათ შორის არიან საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი სახელები, ადამიანები, რომლებიც იცავდნენ უმაღლესი საბჭოს შენოაბს სოხუმში და იყვნენ ჟიური შარტავასთან ერთად. მათ შორის არის მამია ალასანია, საქართველოს უშიშროების პოლკოვნიკი, სოხუმის მერი, საქართველოს გმირი გურამ გაბესკირია, ასევე აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეები არშავალ შენგელია და ვახტანგ გეგელაშვილი", - განაცხადა მთავრობის სხდომის შემდეგ დევნილთა და განსახლების მინისტრმა.

სოზარ სუბარის ინფორმციითვე, ეს ყველაფერი ნეშტების ამოცნობა დასოდასტურებულია ძალიან მაღალტექნოლოგიური კვლევებით და დნმ-ის ანალიზით.

სამინისტროს ინფორმაციით, აფხაზეთიდან გადმოსვენებულ 25 პირს 17 ოქტომბერს, დიღმის ძმათა სასაფლაოზე, სამხედრო პატივით დაკრძალავენ. 

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ზურა ჯაფარიძე

კომენტარები