საზოგადოებრივი მაუწყებელი

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ახალი შენობის პროექტი აირჩია

საზოგადოებრივი მაუწყებელი

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ახალი შენობის პროექტი აირჩია. არხის მიერ გამართული სპეციალური facebook კონკურსის შედეგად "თბილქალაქპროექტმა" გაიმარჯვა. ტელეკომპანიის ინფორმაციით მსენებლობის ტენდერი 6-7 თვეში გამოცხადდება, ხოლო მშენებლობა, სავარაუდოდ, 2020 წლისთვის დასრულდება. პროექტის დიზაინისთვის კი არხი 1 მილიონ ლარს გადაიხდის.

როგორი იქნება საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობა:

რა შეიძლება დაჯდეს ახალი შენობა:

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ახლა მხოლოდ შენობის დიზაინი გამოავლინა, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია თუ რა შეიძლება დაჯდეს მთლიანად ამ პროექტის განხორციელება. სავარაუდოდ, პროექტის შესყიდვის, ახალი შენობის აშენების და მისი სატელევიზიო აპარატურით აღჭურვის პროცესი საქართველოს გადასახადის გადამხდელებს 20-30 მილიონ ლარზე ნაკლები არ უნდა დაუჯდეთ. 

2018 წლის ბიუჯეტით საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი 5.5 მილიონი ლარით, 52 მილიონ ლარამდე იზრდება. 

სატელევიზიო რეიტინგების მზომავი კომპანია TVMR-ის უკანასკნელი მონაცემებით, საზმაუს რეიტინგი 4.12%-ია. 

ახალი შენობა 1966 წელს აშენებული შენობის მიმდებარედ უნდა აშენდეს. 

კომენტარები