ტელემაუწყებლობა

საკაბელო ოპერატორებმა რუსთავი 2-ის, იმედის და სხვა ტელეარხების მაუწყებლობა გათიშეს

stlucianewsonline.com

რუსთავი 2, იმედი, მაესტრო, GDS, მარაო და კომედი არხი - ეს იმ არხების ჩამონათვალია, რომელთა მაუწყებლობაც საკაბელო ოპერატორებმა დღეს, 12:00-დან გათიშეს. მიზეზი ის თანხაა, რომელსაც კომპანია “მედია რაითს ჯორჯია“ ქართული ტელეარხების სიგნალის გავრცელებაში საკაბელო ოპერატორებისგან ითხოვს.

საკაბელო ოპერატორებმა კი, ტელეარხების გათიშვით იმ ტელევიზიების მიმართ გამოხატეს პროტესტი, რომლებიც მაუწყებლობის გავრცელების სანაცვლოდ ფულს ითხოვენ.

კომპანიამ “მედია რაითს ჯორჯია“ იმედის, რუსთავი 2-სა და მაესტროს სახელით საერთო მოთხოვნა მაუწყებლობის სანაცვლოდ ფულის აღების შესახებ ჯერ კიდევ გაზაფხულზე გაავრცელა. მაშინ კომპანია სილქნეტმა თავის მაყურებელს მოსალოდნელი სიახლის შესახებ ტელეეკრანებზე გამოსახული შეტყობინებით აცნობა.

„გვსურს, შეგატყობინოთ არასასიამოვნო სიახლე, რუსთავი 2, იმედი და მაესტრო აბონენტებისთვის საზიანოდ შეთანხმდნენ, რომ ფასიანი გახადონ მათი არხების ჩვენება, რამაც შეიძლება გააძვიროს პაკეტის ღირებულება“- ეწერა სილქნეტის შეტყობინებაში.

კომენტარები