სექსუალური შევიწროება

GOT-ის მსახიობი ლინა ჰედი ვაინშტაინთან შეხვედრაზე: მანქანაში ჩავჯექი და ვტიროდი

Hbo.com

ამჯერად, ჰარვი ვაინშტაინს სექსუალურ შევიწროებაში Game of Thrones-ის მსახიობი ლინა ჰედი ადანაშაულებს. ჰედიმ პროდიუსერთან 2005 წელს ვენეციის კინოფესტივალზე შეხვედრა გაიხსენა, სადაც მისი თქმით ვაინშტაინი მას "მაცდუნებელ კომენტარებსა და მოძრაობებს უკეთებდა".

ლინა ჰედი ვაინშტაინს მეორედ ლოს ანჯელეში შეხვდა, სადაც პროდიუსერმა ის სასტუმრო ოთახში დაპატიჟა, რათა ერთად წაეკითხათ ფილმის სცენარი. 

"მე ვუთხარი ვაინშტაინს - არ ვარ დაინტერესებული არაფრით გარდა საქმისა, გთხოვთ არ იფიქროთ რომ ლიფტში სხვა მიზეზით შემოგყევით. ის ჩუმად იყო. ჩვენ გამოვედით ლიფტიდან, მას ხელი ჩემს წელზე ჰქონდა შემოხვეული და წინ მიმიძღვოდა, არაფერს ამბობდა და თავს სრულიად უძლურად ვგრძნობდი. მან კარის გაღება საკუთარი კარტით სცადა, მაგრამ არ გამოუვიდა. ვაინშტაინი უკან, ლიფტისკენ გამიძღვა, ხელი მკლავში ჰქონდა ჩავლებული. ვაინშტაინმა მანქანის ფული გადამიხადა და მითხრა რომ ეს ამბავი არავისთვის, არც მენეჯერისთვის და არც აგენტისთვის არ მეთქვა. მანქანაში ჩავჯექი და ვტიროდი."- წერს ლინა ჰედი.

კომენტარები