19 ოქტომბერს, თბილისის სამ რაიონს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

ხვალ, 19 ოქტომბერს, თბილისის სამ რაიონს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. თელასი მიზეზად ქსელზე ახალი აბონენტების მიერთებას ასახელებს.

საბურთალოს რაიონი

10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას VI კვარტლის მე-15 კორპუსის მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: 26 მაისის მოედნის, კოსტავას და ოჟიოს ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის IVბ მიკრორაიონის 41-ე კორპუსის მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

11 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის, ატენის შესახვევის და ატენის ქუჩის მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები