ქალებზე ძალადობა

ოლიმპიური ჩემპიონი იხსენებს, როგორ გააუპატიურა პარტნიორმა 15 წლის: ესაა ჩემი კონკიას ისტორია

0 კომენტარი

უკრაინული წარმომავლობის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ტატიანა გუცუმ გაიხსენა, როგორ გააუპატიურა ყოფილმა პარტნიორმა სპორტსმენმა ვიტალი შერბომ (ბელარუსი), როდესაც 15 წლის იყო. ცნობილმა ტანმოვარჯიშემ, რომელიც საბჭოთა კავშირის სახელით მოღვაწეობდა, ამაზე სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ ცნობილი კამპანიის ფარგლებში Facebook-ზე დაწერა და შერბოს "მონსტრი" უწოდა, რომელმაც ის საკუთარ "ციხეში ჩაკეტა შეშინებული მრავალი წლის განმავლობაში".

გუცუმ სხვა თანაგუნდელები - ტატიანა ტოროპოვა და რუსტამ შარიპოვი დუმილში ამხილა - მისი მტკიცებით, თანაგუნდელებმაც იცოდნენ ძალადობის შესახებ და არაფერი თქვეს.

1992 წლის ზაფხულის ოლიმპიადიდან გუცუმ უკან ოთხი მედალი წაიღო გუნდთან ერთად, რომელშიც 15 ყოფილი საბჭოთა ქვეყნიდან 12 ქვეყნის წარმომადგენელი შედიოდა.

გუცუ 1993 წლიდან აშშ-ში ცხოვრობს.

იხილეთ პოსტის სრული თარგმანი:

"სიმამაცე 27 წლის შემდეგ მოვიკრიბე,

ტატიანა ტოროპოვა, რომელსაც მეგობრად გთვლიდი და რომელიც ჩემი თანაგუნდელი იყავი საბჭოთა გუნდში, მადლობა, რომ რომ არ იყავი საკმარისად მამაცი, როდესაც ყველაზე მეტად მჭირდებოდა შენი გვერდში დგომა, მადლობა, რომ ასე იბრძოლე ქალის უფლებებისთვის ასეთი საშინელი აქტის შემდეგ. არა ნიშნავს არას.

შენ იქ იყავი, შენ ყველაფერი გაიგონე, მაგრამ არაფერი გააკეთე ჩემს დასაცავად.

რუსტამ შარიპოვ, მადლობა, რომ შენს მეგობარს დაუდექი გვერდში და არ დამიცავი 15 წლის პატარა გოგო.

შტუტგარდში, გერმანიაში, 1991 წელს ვიტალი შერბომ გამაუპატიურა.

ის მონსტრია, რომელმაც საკუთარ ციხეში ჩამკეტა შეშინებული მრავალის წლის განმავლობაში.

ვიცი, ეცდები, თავი დაიცვა.

თუმცა, ჩემი დეტალები შენს სიტყვებზე ძლიერია.

ახლა უფრო ძლიერი ვარ, ვიდრე ოდესმე.

ვეღარასოდეს მომერევი.

ესაა ჩემი კონკიას ისტორია.

მე გადავრჩი და დავეხმარები ყველას, ვისაც ეშინია ლაპარაკის.

ვიპოვი საკმარის თავდაჯერებას და წონასწორობას, რომ სხვებს დავეხმარო."

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ევანგელურ-ლუთერული ეკლესია, რეფორმაციიდან 500 წლის შემდეგ

კომენტარები