მენსტრუაცია

პირველად ჰიგიენური საფენების რეკლამებში ლურჯის ნაცვლად, წითელ სითხეს გამოიყენებენ

0 კომენტარი

ჰიგიენური საფენების კომპანია Bodyform-ი პირველი ბრენდია, რომელმაც თავისი პროდუქციის რეკლამებში ლურჯის ნაცვლად, წითელი ხსნარი გამოიყენა. 

Bodyform-ის მფლობელი კომპანიის Essity-ის განცხადებით, მათ ამ ქმედებით სურდათ, რომ მენსტრუაციასთან დაკავშირებული ტაბუები მოეხსნათ. ბრენდის ცნობით, მათ ჩაატარეს კვლევა, სადაც გამოკითხულთა 74% ამბობდა, რომ მათი მდგომარეობის უფრო გულწრფელად გამომხატველი რეკლამების ნახვა სურდათ. 

Bodyform-ის ვიდეო კამპანიაში, სახელწოდებით #სისხლინორმალურია, ნაჩვენებია ქალი სააბაზანოში, რომელსაც ბარძაყზე სისხლი ჩამოსდის, მამაკაცი კი მისთვის ჰიგიენური საფენების მოსატანად მიდის.

 

ეს კამპანია გაგრძელებაა 2016 წლის რეკლამის, სადაც ატალახებული და დასისხლიანებული სპორტსმენი ქალები ისეთ აქტივობებში იღებდნენ მონაწილეობას, როგორიც იყო ჯირითი, ბოქსი და სირბილი. ჰიგიენური საფენების ეს რეკლამა სლოგანით "სისხლი ვერ შეგვაჩერებს" პირველი ნაბიჯები იყო ამ მასშტაბური კამპანიის. 

აქამდე ჰიგიენური საფენების რეკლამებში კომპანიები ყოველთვის ლურჯ სითხეს იყენებდნენ იმის საჩვენებლად, თუ რამდენი სითხის ატანა შეუძლია საფენს. Essity-ის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ მენსტრუაციასთან დაკავშირებული სტიგმის გაქრობას შეძლებენ. 

"ჩვენ გვჯერა, რომ როგორც ყველა სხვა ტაბუს შემთხვევაში, ამჯერადაც, რაც უფრო ხშირად დაინახავენ ადამიანები ამას, მით უფრო ნორმალური გახდება მათ აღქმაში,"- ამბობს ტანია გრუბნა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ალეკო შუღლაძე

კომენტარები