უკრაინა

უკრაინელი მილიონერის შვილი მანქანით 11 ადამიანს დაეჯახა, მათგან 6 გარდაიცვალა

0 კომენტარი

ხარკოვში, უკრაინელი ბიზნესმენის ვასილი ზაიცევის 20 წლის შვილი, ალიონა ზაიცევა, მანქანით 11 ადამიანს დაეჯახა, რომელთაგან 6 დაიღუპა. დაშავებულები საავადმყოფოში იმყოფებიან. შემთხვევა 18 ოქტომბერს, ხარკოვის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე მოხდა.

უკრაინელი პოლიტიკოსი ანტონ გერაშენკო ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე უბედური შემთხვევის ადგილზე გადაღებულ ფოტოებს ავრცელებს და წერს, რომ ალიონა ზაიცევა მამის ავტომობილს LEXUS მართავდა.

ვასილი ზაიცევი, ამჟამად, ენერგოტექნოლოგიების სფეროში მუშაობს. 2012 წელს, მან მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში სახელმწიფო პრემიაც აიღო.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ანი ჩირაძე

კომენტარები