არჩევნები 2017

მედიამონიტორინგი: ტაბულას წინასაარჩევნოდ ჟურნალისტური სტანდარტები არ დაურღვევია

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

წინასაარჩევნო მედიამონიტორინგის მიხედვით, ტაბულაზე ჟურნალისტური სტანდარტებისა და ეთიკის ნორმების უხეში დარღვევის შემთხვევები არ გამოვლენილა. კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ ტაბულაზე დადებითი ტონის მაღალი მაჩვენებლები მონიტორინგის არცერთი სუბიექტის გაშუქებისას არ გამოვლენილა.

"მონიტორინგის მოცემულ პერიოდში tabula.ge - ზე შედარებით ჭარბობდა უარყოფითი ტონის მაჩვენებლები მმართველი გუნდისა და „ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის “ გაშუქებისას . ჟურნალისტური სტანდარტებისა და ეთიკის ნორმების უხეში დარღვევის შემთხვევები ვებგვერდზე არ გამოვლენილა. tabula.ge-ზე ყველაზე აქტიურად მთავრობის (29%), „ქართული ოცნებისა“ (20%) და „ევროპული საქართველოს“ (10%) საქმიანობა გაშუქდა. უარყოფითი ტონის მაღალი პროცენტული მაჩვენებლები გამოვლინდა ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის (51%), „ქართული ოცნების“ (36%), ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა (30%) და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ (27%) გაშუქებისას. დადებითი ტონის მაღალი მაჩვენებლები მონიტორინგის არც ერთი სუბიექტის გაშუქებისას არ გამოვლენილა. თბილისის მერობის კანდიდატებს შორის ყველაზე აქტიურად კახა კალაძე (50%) გაშუქდა. თბილისის მერობის კანდიდატების გაშუქებისას უარყოფით ტონის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კახა კალაძის (36%), ხოლო დადებითი ტონის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ელენე ხოშტარიას (14%) გაშუქებისას გამოვლინდა." - წერია მედიამონიტორინგის შედეგებში. 

ონლაინ მედიის მონიტორინგი სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტმა ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში ჩაატარა. 

დღეს გამოქვეყნებული ანგარიში ასახავს 19 ივნისი - 8 ოქტომბრის პერიოდში გასული გადაცემების ანალიზს. 

მედიამონიტორინგის ფარგლებში შერჩეულ მედიასაშუალებებზე დაკვირვება ხდება როგორც რაოდენობრივად, ასევე თვისებრივად. რაოდენობრივი კვლევისას ყურადღება გამახვილებულია იმაზე თუ რა სიხშირით შუქდება ესა თუ ის სუბიექტი შერჩეულ მედიასაშუალებაში და თუ რა ტონით შუქდება აღნიშნული სუბიექტი. თვისებრივი კვლევისას ყურადღება გამახვილებულია იმაზე, თუ რამდენად იცავს შერჩეული მედიასაშუალება ჟურნალისტური ეთიკის ნორმებს, მათ შორის: გადამოწმებული და დაზუსტებული ფაქტების გაშუქება, ჟურნალისტის მიერ გამოყენებული ტერმინოლოგია, ინფორმაციის წყაროთა მრავალფეროვნება, საკითხების გონივრული ბალანსის დაცვით გაშუქება, ვიზუალური, აუდიო, ან რაიმე სხვა სახის მანიპულაცია, ჟურნალისტთა მხრიდან ფაქტებით გამყარებული მსჯელობა და დასკვნები და ა.შ. მონიტორინგი ხორციელდება ყველა შერჩეული მედიასაშუალების ყველა სტატიაზე მონიტორინგის დაწყების დღიდან მის დასრულებამდე.  

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები