მეცნიერება

სიკვდილისას ჩვენ ვაცნობიერებთ რომ მოვკვდით, ამბობს ახალი კვლევა

0 კომენტარი
კადრი ფილმიდან Flatliners ფოტო: Sony Pictures

New York University Langone School of Medicine აშშ-სა და ევროპაში იმ ადამიანთა შემთხვევები გამოიკვლიეს, რომლებიც გულის გაჩერების შემდეგ სიცოცხლეს დაუბრუნდნენ. მასშტაბური კვლევის შემდეგ, მკვლევარები დარწმუნდნენ, რომ ადამიანის ცნობიერება კვლავაც აგრძელებს ფუნქციონირებას, მას მერე, რაც ექიმი სიკვდილის დროს გამოაცხადებს.

მეცნიერების თქმით, პაციენტებს ესმოდათ, როგორ აცხადებდნენ მათ სიკვდილს. 

კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა, სემ პარნიამ live science-ს უთხრა: "ისინი ყვებოდნენ როგორ მუშაობდნენ მედდები და ექიმები, ყვებოდნენ, რომ ესმოდათ საუბარი და ხედავდნენ ისეთ რამეს, რაც შეუძლებელია სცოდნოდათ სხვა შემთხვევაში". კვლევის ფარგლებში, სამედიცინო პერსონალმა დაადასტურა, რომ "უკან დაბრუნებულების" მონათხრობი სიმართლეს შეესაბამებოდა.

ტექნიკურად, სიკვდილი დგება მაშინ, როცა გული ჩერდება და ტვინს სისხლი აღარ მიეწოდება, თუმცა, შესაძლოა ტვინის უჯრედების კვდომა გულის გაჩერების მომენტიდან საათები გაგრძელდეს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ ბიზნესპარტნიორები, რომლებმაც დავის გადასაწყვეტად კანონიერ ქურდებს მიმართეს

კომენტარები