არჩევნები 2017

Gurianews: ჩოხატაურის საკრებულოს დეპუტატმა ამომრჩეველს მანქანაში ფული გადასცა

გურიანიუსის ინფორმაციით, ჩოხატაურის N 62 საოლქო საარჩევნო კომისიის სამების საარჩევნო უბნის წინ, ქართული ოცნების საკრებულოს დეპუტატმა გოჩა სეხნიაშვილმა ამომრჩეველს მანქანაში ფული გადასცა. სეხნიაშვილს სიაც ჰქონდა - გვარებით და თანხით.

ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვას სეხნიაშვილი უარყოფს და ამბობს, რომ მან წყლის გადასახდელი თანხა აკრიფა და იმ ადამიანს გადასცა, რომელიც მათ ემსახურება.

კითხვაზე, რატომ მაინცდამაინც საარჩევნო უბნის წინ, დეპუტატი პასუხობს, რომ "როცა ვნახე, მაშინ მივეცი, რა მნიშვნელობა აქვს".

კომენტარები