არჩევნები 2017

იმედის დაკვეთით, ეგზიტპოლს მერაბ ფაჩულიას Gorbi ატარებს

მერაბ ფაჩულია
ტაბულა

ტელეკომპანია იმედის დაკვეთით ეგზიტპოლს სოციოლოგიური კვლევების კომპანია Gorbi ატარებს, ამის შესახებ იმედის წამყვანმა ნანა ლეჟავამ ლიბერალთან საუბარში განაცხადა. 

იმედის, GDS-ის, მაესტროსა და საზოგადოებრივი მაუწყებლის დაკვეთით Gorbi-მ ეგზიტპოლის საველე სამუშაოები 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზეც ჩაატარა.

ეგზიტპოლს რუსთავი 2-ის დაკვეთით კომპანია Edison Research-იც ატარებს.

Gorbi-ის ხელმძღვანელმა მერაბ ფაჩულიამ 2016 წელს მისი და ქართული ოცნების კავშირებზე დასმულ კითხვაზე პასუხისას დამოუკიდებელი ტელეკომპანიის დირექტორი და ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე "კოლორიტებად" მოიხსენია.

"თუ საუბრობთ ნიკა ნათელაშვილსა და შალვა გვარამიაზე, მე და ისევე როგორც თბილისელები ყოველთვის ტოლერანტულად ვართ განწყობილი ქალაქის კოლორიტების მიმართ, თუ ისინი საზოგადოებრივ წესრიგს არ არღვევენ", - ამბობდა ფაჩულია.

მერაბ ფაჩულიას ასევე ეკუთვნის სატელევიზიო რეიტინგების მთვლელი კომპანია TriMedia Intelligence-იც, რომლის რეიტინგებსაც ტელევიზიების ნაწილი ნდობას არ უცხადებს.

კომენტარები