არჩევნები 2017

ბესელია ევროპული საქართველოს აქტივისტის ცემაზე: გაირკვევა ვისი პროვოცირებული იყო

ტაბულა

"ჩვენ შევეცადეთ ამ ფაქტის იქვე გადამოწმება, თქვენი თანდასწრებით, ვინც იქ იმყოფებოდა უბანზე, განსაკუთრებით დილიდან ვინც იქ იყო არცერთმა არ დაადასტურა ეს ფაქტი. ეს კიდევ გადამოწმდება და შეგვეძლება ვთქვათ ვის მიერ იყო პროვოცირებული", - ევროპული საქართველოს წევრის ცემის ფაქტზე ამბობს ეკა ბესელია.

ევროპული საქართველოს აქტივისტი, მუჰამედ ჰუსეინოვი ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ცემაში ადანაშაულებს. მისი თქმით, კანდიდატმა, მირკაზიმიაგუნოვმა მას დაუძახა და ჰკითხა, რატომ მუშაობდა იმამკულიევისთვის, შემდეგ კი ცემა დაუწყო. 

"დამარტყა და მაგინა, მე ვუთხარი, რომ როგორც უფროსს, არ მინდა პასუხი გავცე, თუმცა არ მომისმინა. როგორც ისინი კრებენ ხალხს, ისევე მეც. მეც ასე ვმუშაობ. მან მითხრა, არ იმუშაოო და არაფრის გამო დამიწყო ცემა. მე ვაპირებ ვიჩივლო, რომ ის აქედან გააძევონ", - ამბობს ჰუსეინოვი. 

კომენტარები