არჩევნები 2017

დათვლილია 58.9%, კალაძე - 51.5%, უდუმაშვილი - 16.8%, ელისაშვილი - 16.7%, ხოშტარია - 7%

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირველადი მონაცემებით, თბილისის მერობის კანდიდატს კახა კალაძეს ხმების 51.5% აქვს, ენმ-ის კანდიდატს ზაალ უდუმაშვილს 16.8%, დამოუკიდებელ კანდიდატს ალეკო ელისაშვილს - 16.7%, ხოლო ევროპული საქართველოს კანდიდატს ელენე ხოშტარიას - 7%. ამ დროისთვის, დათვლილია თბილისის მერის ასარჩევი ბიულეტენების 58.89%. ამ მონაცემებით, თბილისში მეორე ტური არ იქნება.

რაც შეეხება თბილისის საკრებულოს, პროპორციული სიით, ქართულ ოცნებას 53.5% აქვს, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას - 17.3%, ევროპულ საქართველოს - 9.05%, პატრიოტთა ალიანსს - 5.75%, მას მოჰყვება ლეიბორისტული პარტია - 3.86%-ით, გიორგი ვაშაძე – ერთობა ახალი საქართველო - 3.34%-ით და დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა-დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველო - 3.18%-ით.

თბილისის მაჟორიტარულ ოლქებში კი, პირველადი მონაცემებით, ყველგან ქართული ოცნების კანდიდატები იმარჯვებენ.

კომენტარები