ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ამ ეტაპზე მთელი საქართველოს მასშტაბით არსებული 3644 უბნიდან დათვლილია 2388 უბნის მონაცემები, რომელთა მიხედვითაც, პროპორციული სიის მიხედვით:
ლიდერი მმართველი პარტია "ქართული ოცნებაა", - 56,11%;
მას ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მოსდევს - 16,8%;
მესამე ადგილზე ბაქრაძე, უგულავა - ევროპული საქართველოა - 10,31%;
დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი - 6,4 %
რაც შეეხება პროპორციული სიის გადანაწილებას თბილისში:
ლიდერი აქაც ქართული ოცნებაა - 53,74%;
მეორე ადგილზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა - 17,12 %;
ბაქრაძე, უგულავა – ევროპული საქართველო - 8,87%;
დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი - 5,54 %;
შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია - 3,74%