არჩევნები 2017

მესტიის ერთ-ერთ ოლქში დამოუკიდებელმა კანდიდატმა სამთავრობო კანდიდატს 1 ხმით მოუგო

ცესკო

მესტიის მე-2 ოლქში, მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ლერი კვიციანმა ქართული ოცნების კანდიდატს თინათინ კუზანაშვილს ერთი ხმით მოუგო. 213 ხმით 212-ის წინააღმდეგ ლერი კვიციანმა ოლქის მაჟორიტარობა მოიპოვა.

ცესკოს წინასწარი შედეგებით, მესტიის მერი ქართული ოცნების კანდიდატი კაპიტონ ჟორჟოლიანი გახდება. ჟორჟოლიანმა ხმათა 61,44% მიიღო და დამოუკიდებელი კანდიდატი მალხაზ უდესიანი დაამარცხა. უდესიანს ამომრჩეველთა 38,56%-მა მისცა ხმა.

ცესკოს მონაცემებით, მესტიაში 40 საარჩევნო უბნიდან ყველა დათვლილია.

კომენტარები