არჩევნები 2017

სილვიო ბერლუსკონი კახა კალაძეს მერის არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

armsport

ქართული ოცნების პრესსამსახურის ცნობით, იტალიის ყოფილმა პრემიერმინისტრმა, საფეხბურთო კლუბ მილანის ყოფილმა პრეზიდენტმა, სილვიო ბერლუსკონიმ კახა კალაძეს მერის არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. პარტიაში ამბობენ, რომ სატელეფონო საუბრისას სილვიო ბერლუსკონიმ კახა კალაძეს სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ იგი თბილისის გამორჩეული მერი იქნება.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, თბილისის უბნების 100%-ის დათვლის შემდეგ მერობის ქართული ოცნების კანდიდატმა, კახა კალაძემ არჩევნები პირველივე ტურში მოიგო - მან ხმების 51.12% მიიღო. 

კომენტარები