გურამ კაშია

გურამ კაშია LGBT პირთა მხარდამჭერი სამკლაურით თამაშზე: არ ვნანობ რაც გავაკეთე

0 კომენტარი
ფოტო: Paul Meima

საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანმა და "ვიტესის" მცველმა გურამ კაშიამ, "ჰერაკლესის" წინააღმდეგ გამართულ მატჩში LGBT პირთა მხარდამჭერი სამკლაურით ითამაშა. ამ ფაქტს ინტერნეტ სივრცეში ნეგატიური გამოხმაურებები მოყვა ქართული ფეხბურთის გულშემატკივრების ნაწილისგან. კაშიამ მის მიმართ გამოთქმულ ნეგატიურ კომენტარებს უპასუხა. ჰოლანდიელმა ჟურნალისტმა კაშიას კითხვა LGBT სამკლაურით თამაშის შესახებ, სწორედ ქართველი გულშემატკივრების გამოხმაურებების გამო დაუსვა.

"მე ყოველთვის მხარს ვუჭერ ადამიანების თავისუფლებას და წინააღმდეგი ვარ ძალადობის. მანამ სანამ ადამიანი სხვებს რაიმე ცუდს არ გაუკეთებს, მე მხარს დავუჭერ მას. ძნელი ასახსნელია, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში ზოგი ადამიანი ამას ვერ იღებს. ძალიან ცოტანი იყვნენ, ვინც ჩემს Facebook გვერდზე გამოხატეს უკმაყოფილება და ცხადია, მე ამისთვის დიდი ყურადღება არ მიმიქცევია. ისინი ჩემით იმედგაცრუებულები იყვნენ, მაგრამ მე არ მინანია რაც გავაკეთე, ეს იყო ჩემი პასუხისმგებლობაც. მე არ ვღელავ იმაზე თუ ვინ ხარ შენ, რას აკეთებ შენს ცხოვრებაში, თუ არაფერს უშავებ სხვა ადამიანებს შეგიძლია იყო ის, ვინც გინდა რომ იყო, ეს ჩემი ხედვაა. რამდენიმე ადამიანი ამით იმედგაცრუებული იყო, მაგრამ ეს დიდ სირთულეს არ წარმოადგენს."- თქვა გურამ კაშიამ.

ინტერნეტ სივრცეში რამდენიმე ადამიანმა გურამ კაშიას საქართველოს ნაკრებიდან მოკვეთაც მოითხოვა.

„თუნდაც ათასობით ადამიანი ამის წინააღმდეგი იყოს, თუ ჩემი ეროვნული ნაკრები გამომიძახებს, მე აუცილებლად წავალ სათამაშოდ.“ - თქვა გურამ კაშიამ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

უდუმაშვილი: ოპოზიციის კანდიდატების მხარდაჭერა აღემატება სახელისუფლო კანდიდატისას

კომენტარები