უკრაინა-რუსეთი

თავდასხმა რადას დეპუტატზე - უკრაინის შსს მომხდარს რუსულ სპეცსამსახურს უკავშირებს

unian.ua

25 ოქტომბერს უკრაინის დროით საღამო 22:15 საათზე რადას დეპუტატზე იგორ მოსიიჩუკზე თავდასხმა მოხდა. აფეთქების შედეგად გარდაიცვალა დეპუტატის პირადი დაცვის წევრი რუსლან კუშნირი და პოლიციის მეთაური, რომელიც ადგილზე სრულიად შემთხვევით მოხვდა, რადგან იქვე ცხოვრობდა. 

უკრაინული წყაროების ცნობით, აფეთქების შედეგად 5 ადამიანი დაშავდა, მათ შორის დეპუტაატი მოსიიჩუკი და პოლიტიკის მეცნიერი ვიტალი ბალა, რომელსაც მოსიიჩუკის პრესსამსახურის ცნობით, ფილტვები და ღვიძლი აქვს დაზიანებული. მას უკვე ჩაუტარდა სასწრაფო ოპერაცია. პრესსამსახური ასევე საუბრობს დეპუტატის დაცვის წევრზეც, რომელიც სულ რაღაც 1 თვის წინ დაინიშნა აღნიშნულ თანამდებობაზე და "საკუთარი სიცოცხლის ფასად გადაარჩინა ადამიანები".

აფეთქება კიევში, ადამ მიცკევიჩის ქუჩაზე, ტელეკომპანია "ესპრესოსთან" მოხდა. თავდასხმამდე დეპუტატი ტელეკომპანიის პირდაპირ ეთერში იყო. 

აფეთქებას უკვე მიანიჭეს ტერაქტის კვალიფიკაცია. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ანტონ გორაშენკო და მინისტრის მრჩეველი ზორიან შკირიაკი ტერაქტს რუსულ სპეცსამსახურებს უკავშირებენ. 

კომენტარები