არჩევნები 2017

მეჭიაურის მერობის საკითხს თბილისის სააპელაციო სასამართლო დღეს განიხილავს

0 კომენტარი
თამაზ მეჭიაური ფოტო: ტაბულა

მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდა. მცხეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით, თიანეთში მერობის კანდიდატმა თამაზ მეჭიაურმა გაიმარჯვა,

თბილისის სააპელაციო სასამართლოში პროცესი დღეს, 15:00-ზე დაიწყება. საქმეს მოსამართლე შოთა გეწაძე განიხილავს.

მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ოთხმა სუბიექტმა გაასაჩივრა.

„ჩვენთან შემოვიდა ოთხი სუბიექტის სარჩელი ცალ–ცალკე. მათ შორის: თიანეთის მე–19 ოლქის, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“, არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრისა“ და ლელა ქიტესაშვილის. 

ოთხივე სარჩელი ერთი მოთხოვნითაა, გაუქმდეს მცხეთის რაიონული სასამართლოს 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება თიანეთის ოლქში არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით. ოთხივე სარჩელი დაერთო საქმის მასალებს და გაგზავნილია თბილისის სააპელაციო სასამართლოში“, –  უთხრეს ინტერპრესნიუსს მცხეთის რაიონულ სასამართლოში.

მცხეთის სასამართლომ 25 ოქტომბერს თამაზ მეჭიაურის მოთხოვნა დააკმაყოფილა და თიანეთის საოლქო კომისიის გადაწყვეტილება გააუქმა. ცნობისთვის, საოლქო კომისიამ 5 ბათილი ბიულეტენი ქართული ოცნების კანდიდატს ლელა ქიტესაშვილს მიაკუთვნა. ამ გადაწყვეტილებით, მეჭიაური არჩევნებს 1 ხმით იგებს და თიანეთის მერი ხდება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვისთვის ქუთაისში 73 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები