კატალონია

ესპანეთის სენატმა კატალონიის ავტონომია შეაჩერა

Reuters

კატალონიის ავტონომიის პარლამენტის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების საპასუხოდ ესპანეთის სენატმა რეგიონს ავტონომიის სტატუსი შეუჩერა.

ესპანეთის პრემიერმინისტრმა, მარიანო რახოიმ მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა და კატალონიაში კანონის აღსრულებას დაპირდა. 

ესპანეთის მთავრობას 1978 წლის კონსტიტუციის 155-ე მუხლი აძლევს უფლებას კრიზისის პირობებში ავტონომიურ რეგიონზე პირდაპირი მმართველობა გაავრცელოს.

ეს მადრიდს საშუალებას მისცემს, დაითხოვოს კატალონიის ლიდერები და რეგიონის ფინანსებსა და პოლიციაზე კონტროლი დაამყაროს. ავტონომიის ლიდერების დათხოვნიდან 6 თვეში რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩატარდეს.

ესპანეთში კრიზისი რამდენიმე კვირის წინ დაიწყო, როდესაც დამოუკიდებლობის რეფერენდუმი ჩატარდა. რეფერენდუმი ესპანეთმა არაკონსტიტუციურად, მისი შედეგები კი არალეგიტიმურად სცნო. რეფერენდუმში მონაწილეთა 90%-მა მხარი დამოუკიდებლობას დაუჭირა. თუმცა, მთლიანობაში, რეფერენდუმში მონაწილეობა კატალონიის მცხოვრებთა 42%-მა მიიღო. 

კომენტარები