პროკურატურა

პროკურატურა: დაკავებისას პირის გარდაცვალების ფაქტი არცერთ კამერაზე ასახული არაა

მთავარი პროკურატურა
პროკურატურა

25 ოქტომბერს ნუცუბიძის პლატოზე დაკავებისას მამაკაცის გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით, პროკურატურა განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში წერია, რომ ორი პარტულ-ინსპექტორის სამხრე კამრებიდან, დაკავების პროცესი არცერთ კამერას აქვს დაფიქსირებული. პროკურატურის ინფორმაციითვე, ინსპექტორების გამოკითხვის შემდეგ დადგინდა, რომ დაკავების დროს ერთს კამერა გამორთული ჰქონდა, მეორეს კი მანქანაში ჰქონდა დასატენად. პროკურატურის ინფორმაციითვე, გარე პერიმეტრზე ერთადერთი კამერა აღმჩნდა, თუმცა კამერის გადაღების არეალში ის ადგილი არ ხვდება, სადაც ინციდენტი მოხდა. საგამოძიებო უწყების მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ინციდენტის ადგილი ვერც პატრულის ავტომანქანაზე დამონტაჟებულ სათვალთვალო კამერის ობიექტივში მოხვდა. 

"დათვალიერებული იქნა შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია, სადაც აღმოჩნდა გარე პერიმეტრის მხოლოდ ერთადერთი ვიდეოკამერა, ამოღებული იქნა შესაბამისი ვიდეოჩანაწერი, თუმცა იგი არ ფარავს პ.პ-ს ადმინისტრაციულად დაკავების ადგილს. შსს-დან ამოღებული ჩანაწერების დათვალიერების შედეგად დგინდება, რომ ერთ-ერთი პატრულ-ინსპექტორის სამხრე კამერას დაფიქსირებული არ აქვს მომხდარი ინციდენტი და დაკავების პროცესი, ჩანაწერში ასახულია მხოლოდ გარდაცვლილი პირის ადმინისტრაციულად დაკავების შემდგომი პერიოდი, რაზეც პროკურატურაში გამოკითხვისას პატრულ-ინსპექტორმა განმარტა, რომ ის, სამხრე კამერით უწყვეტად იწერდა კონფლიქტის მონაწილე პირებთან, გ.კ.-სთან და ნ.შ.-სთან გასაუბრებას, რის შემდგომაც სამხრე კამერა გამორთო და ჩართო მხოლოდ პ.პ.-ს ადმინისტრაციული წესით დაკავებისა და მისი შეუძლოდ გახდომის შემდგომ. მეორე პატრულ-ინსპექტორის განმარტებით, მისი სამსახურებრივი სამხრე კამერა შემთხვევის ადგილზე ყოფნის დროს განმუხტული იყო და ინახებოდა დამუხტვის მიზნით ავტომანქანაში, ხსენებულ კამერაზე არ არის ინციდენტის ამსახველი ვიდეოჩანაწერი. რაც შეეხება ავტომანქანაზე დამონტაჟებულ სათვალთვალო კამერას, კამერაზე არ აღმოჩნდა ინციდენტის პერიოდის ამსახველი ვიდეოჩანაწერი, ასევე იგი არ ფარავს იმ ტერიტორიას, სადაც განხორციელდა პ.პ. - ს დაკავება." - წერია განცხადებაში.

პროკურატურის ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება გრძელდება, გამოკითხულია 20-მდე თვთმხილველი, ასევე გარდაცვალების მიზეზის დასადგენად დანიშნულია ექპერტიზა, რომელიც ჯერ არ დასრულებულა. 

შეგახსენებთ, რომ 25 ოქტომბერს ნუცუბიძის პლატოზე, მამაკაცი მაშინ გარდაიცვალა, როცა მას სამართალდამცავები ადმინისტრაციული წესით აკავებდნენ. 

კომენტარები