ბაქო-თბილისი-ყარსი

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე პირველი მატარებელი დაიძრა

0 კომენტარი

ისტორიაში პირველი მატარებელი, რომელიც რომელიც აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს დააკავშირებს უკვე დაიძრა. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გახსნის საზეიმო ცერემონიაში მონაწილეობა აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევმა, საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილმა, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, ასევე ყაზახეთის პრემიერმინისტრმა ბაკიტჟან საგინტაევმა და უზბეკეთის პრემიერმინისტრმა აბდულა არიპოვმა გახსნეს.

რკინიგზის გახსნის ამსახველი ფოტოები:

პირველი მატარებელი, რომელიც ხაზზე გაივლის ყაზახეთიდან თურქეთში მიდის, მას ხორბალი მიაქვს.  

"რა თქმა უნდა, ყველაზე მთავარი გახლავთ ის, რომ აქ წარმოდგენილი ქვეყნების ერთობის დემონსტრირება ხდება სწორედ ამ პროექტით, რასაც დღეს ვხედავ. დარწმუნებული ვარ, მსგავსი პროექტებით და რაც მთავარია, ერთმანეთის გვერდით დგომით კიდევ უფრო გავაღრმავებთ კავშირებს, რომლებიც წარმატების მომტანი იქნება ჩვენი ქვეყნებისა და ჩვენი რეგიონისთვის", - მაგისტრალის გახსნაზე განაცხადა კვირიკაშვილმა.

საქართველოზე ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის 254-კილომეტრიანი მონაკვეთი გადის, აქედან 29 კილომეტრის მაგისტრალი სრულიად ახალია. ახალ რკინიგზას ექნება პოტენციალი წელიწადში 1 მილიონი მგზავრი გადაიყვანოს და პირველ ეტაპზე 6.5 მილიონი ტვირთი გაატაროს. საბოლოოდ, რკინიგზის გამტარუნარიანობის 17 მილიონ ტონამდე გაზრდა იგეგმება. რკინიგზა ექსპლოატაციაში 2018 წელს შევა.

რკინიგზას აზერბაიჯან-ყაზახეთს შორის არსებული საბორნე ხაზით ჩინური ტვირთების ევროპაში ტრანსპორტირება 15 დღეში შეეძლება.

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის პროექტის განხორციელება 2007 წელს დაიწყო, მშენებლობა კი - 2008 წელს. 

საქართველოს მონაკვეთზე პირველმა სატესტო მატარებელმა ჯერ კიდევ 2015 წლის დეკემბერში გაიარა. პროექტის შეფერხების ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი თურქეთის მხარეს რკინიგზის მშენებლობის დაბალი ტემპი გახდა. 

საქართველოს რკინიგზის გადაზიდვები გასული 5 წლის განმავლობაში 40%-ზე მეტად შემცირდა. 2012 წელს საქართველოს რკინიგზამ 20 მილიონი ტონა ტვირთი გადაზიდა, 2016 წელს კი ეს მაჩვენებელი მხოლოდ 11.9 მილიონ ტონას შეადგენდა. ახალი რკინიგზის გახსნა კი საქართველოს სატრანსპორტო მაგისტრალს განვითარების ახალ შესაძლებლობას მისცემს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ტრამპი რეპორტიორების შვილებს: ვერ ვიჯერებ, რომ მედიამ ასეთი კარგი ბავშვები შექმნა

კომენტარები