ბერა ივანიშვილი

ბერა მოგებულ ტენდერზე: მზად ვარ პირველ არხს ეს ტექნიკა საჩუქრად გადავცე

0 კომენტარი
BERA - Parlez-Vous Français ფოტო: youtube.com

ბერა ივანიშვილი საზოგადოებრივ მაუწყებელს საჩუქრად გადასცემს იმ სატელევიზო აღჭურვილობას, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი მისი კომპანია "სილქ ფაქტორი სტუდიოსგან" 346 098 ლარად ქირაობს. ბერას კომპანიამ პირველი არხის მიერ გამოცხადებულ ტედერში რამდენიმე დღის წინ გაიმარჯვა.

"ამ დღეებში გარკვეული აჟიოტაჟი მოჰყვა პირველი არხის მიერ ჯიდიესის კუთვნილი აპარატურის ქირავნობას და როგორც ასეთ შემთხვევაში ხდება, ცალკეულმა ადამიანებმა სცადეს ამ ფაქტით სპეკულირება. საქმის არსი გახლავთ ის, რომ მას შემდეგ რაც ჯიდიესი შეიძინა ტელეკომპანია იმედმა, ტექნიკის გარკვეული ნაწილი, რომელიც კინოგადაღებებისთვის გამოიყენებოდა, ნასყიდობის ხელშეკრულების მიღმა დარჩა. ჩემთვის ამ ტექნიკის შესახებ არაფერი იყო ცნობილი და მის შესახებ სწორედ ამ აჟიოტაჟის წყალობით შევიტყვე. მე არც ტენდერის შესახებ ვიცოდი და ცხადია, რომ ამით მატერიალური სარგებლის მიღება ჩემს მიზანს არ წარმოადგენდა. და ბოლოს, რადგან აღმოჩნდა, რომ არსებობს ტექნიკა, რომელიც არ სჭირდება ჩემს სტუდიას, სამაგიეროდ სჭირდება პირველ არხს, მინდა, რომ ეს ტექნიკაც და ყველა სხვა აპარატურა, რომელიც ჩვენს განკარგულებაშია და არ სჭირდება კინოსტუდიას, საჩუქრად გადავცე პირველ არხს", - წერს საკუთარ facebook-ში ივანიშვილი.

პირველ არხს აღნიშნული აღჭურვილობა ახალი გადაცემის "აქტუალური თემა I არხზე მაკა ცინცაძესთან ერთად"-ისთვის სჭირდება. 

საინტერესოა, რომ "სილქ ფაქტორი სტუდიომ" საზმაუს კიდევ ერთ ტენდერშიც გაიმარჯვა, რომლის ღირებულებაც 25 913 ლარია. ამ თანხით ბერას კომპანიამ საზოგადოებრივ მაუწყებელს სატელევიზიო აღჭურვილობის მომსახურება უკვე გაუწია. 

ბიზნეს რეესტრის მონაცემებით, "სილქ ფაქტორი სტუდიოს" დირექტორი გოგა ხაინდრავაა. კომპანიის 100%-იანი წილი ბერა ივანიშვილს ეკუთვნის.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ჰერმან საბო

კომენტარები