ამაღამ, ვაკის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება

Creative commons

ამაღამ, ვაკის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება. თელასი მიზეზად ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდას ასახელებს.

კერძოდ, 01 საათიდან 06 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბაგების დასახლების, წყნეთის გზატკეცილის, უჩანეიშვილის და იმედაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები