ე.წ. "ქართველთა მარშის" აქციის მონაწილეებმა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მიმართულებით პიროტექნიკა ისროლეს. აღნიშნული ქმედებისთვის პოლიციამ აქციის 4 მონაწილე დააკავა.
ქსენოფობიური და ჰომოფობიური კავშირის "ქართველთა მარშის" წევრებმა ახლა ქალაქის წინასწარი დაკავების იზოლატორთან გადაინაცვლეს.
აქცია ჰომოფობიის შესახებ მომზადებული გადაცემის "განსხვავებული აქცენტების" წინააღმდეგ იყო მიმართული.