საბაგირო

10-27 ნოემბერს რიყე - ნარიყალას საბაგირო გზა მგზავრებს ვერ მოემსახურება

0 კომენტარი
ფოტო: http://hotels.ltd.ge/

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ცნობით, 10 ნოემბრიდან 27 ნოემბრამდე რიყე - ნარიყალას საბაგირო გზა მგზავრებს ვერ მოემსახურება. 

"ამ პერიოდის განმავლობაში ჩატარდება რეგლამენტით გათვალისწინებული, ექსპლუატაციის ინსტრუქციისა და ევრონორმების  შესაბამისი სამუშაოები, რომელიც ყოველი 22 500 ნამუშევარი საათის შემდეგ იგეგმება. გარდა ამისა, საბაგიროს ორივე სადგურსა და სარემონტო ზონაში შეიცვლება ძველი იატაკის საფარის ფენა და ჩანაცვლდება ახლით" - აცხადებს თბილისის სატრანსპორტო კომპანია.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლევან ბერძენიშვილი

კომენტარები