გერმანიის მთავარი სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაბადების მოწმობებში მესამე სქესის დარეგისტრირება იქნება შესაძლებელი. ამით გერმანია პირველი ევროპული ქვეყანა გახდება, რომელიც ინტერსექს ადამიანებს ამ შესაძლებლობას სთავაზობს. საკონსტიტუციო სასამართლომ კარლსრუეში ხელისუფლებას ვადა 2018 ბოლომდე მისცა, რომ შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილება მიიღოს. გერმანიის მთავრობის სპიკერის თქმით, ისინი გადაწყვეტილებას დაემორჩილებიან.
აქტივისტები ამას დიდ გამარჯვებად და მცირე რევოლუციად განიხილავენ.
გაეროს ცნობით, ადამიანები, რომლებსაც ქალის და მამაკაცისთვის ტიპური ბიოლოგიური მახასიათებლები ერთდროულად /შერეულად აქვთ, მსოფლიოს მოსახლეობის 1.7%-ს შეადგენენ.
ინტერსექსი ადამიანებს ასე დარეგისტრირების შესაძლებლობა უკვე აქვთ ავსტრალიაში, ინდოეთში, ახალ ზელანდიაში, ნეპალსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.





